Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  

    დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

     

     

    კონკურსის  მიზანი

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

     

    კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი 

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის -  II, III, IV, V­,­ VI სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე ­დოქტორანტები.

     

    კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

    • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
    • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
    • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
    • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
    • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის ფონდის მიერ.

     

    სავალდებულო  დოკუმენტაცია:   

    დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (ა/წ 25.11.2024 – 30.11.2024) უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:

    • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 2);
    • ავტობიოგრაფია  (CV);
    • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო  –კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი­ დოკუმენ­ტა­ც­ი­ით; მინიმალური საკონკურსო ქულა - 25). კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო;
    • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
    • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
    • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

     

    მარეგულირებელი  დოკუმენტი:  დეკანის ბრძანება